ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება? – ექსპრემიერი ახალციხეში მოსახლეობას შეხვდა
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი დღეს სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდა და მიუხედავად მისი სიტყვებისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს, მოსახლეობასთან შეხვედრებს “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ვაჟა ჩიტაშვილთან ერთად მართავს.
მერაბილშვილმა ჯერ რაბათის ციხე მოინახულა, მოგვიანებით კი კოლეგებთან ერთად სოფელ უდესა და არალს ესტუმრა.
როგორც “რეგიონულ კვირას” ადგილობრივებმა უთხრეს, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატობის კანდიდატი და ვანო მერაბიშვილი სოფლებში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმყოფებოდნენ და მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს.