ერთ-ერთი მძევალი, რომელიც თავდამსხმელმა გაქცევისას თან წაიყვანა, პოლიციამ დაზარალებულად ცნო

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიცია “საქართველოს ბანკზე” თავდასხმისას ერთ-ერთმა მძევალმა ლაშა შენგელიამ ამ წუთებში 3-საათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა.

მისი თქმით, იგი ამ საქმეში დაზარალებულად ცნეს.

“არაფერი ჩვენება არ მიმიცია, დაზარალებულად მცნეს”,- განაცხადა ყოფილმა მძევალმა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს 14 საათსა და 24 წუთზე აიყვანა. 8 საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მან მძევლები ნახევარი მილიონი დოლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა. იგი სამ მძევალთან ერთად, რომელთა შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა, ბანკიდან ჩხოროწყუს მიმართულებით გაიქცა, და მძევლები კირცხის ტყეში დატოვა.

უკვე მესამე დღეა ბოროტმოქმედს პოლიციელები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უწყვეტ რეჟიმში ეძებენ.

მედიის კითხვაზე დაიბარებენ თუ არა კიდევ გამოკითხვაზე, შენგელიამ ჟურნალისტებს პასუხი არ გასცა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები