ლატალის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია
სვანეთში მთებში, რამდენიმე დღის წინ ლატალის თემიდან 4 კილომეტრში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, ახლა კი ცალკეული კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა.
“მიმდინარეობს ხანძრის ცალკეული კერების სალიკვიდაციო სამუშაოები და ვერტმფრენის დახმარებით მოხდა აღნიშნულ ტყეში ხანძრის ჩაქრობა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ისინი უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ”, – განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.
ხანძარი ლატალის ტყეში ორი დღის წინ იმ ფერდობზე გაჩნდა, სადაც ორშაბთს კიდევ ერთი ხანძრის კერა იყო.