„ქვეყნის განვითარება შეუძლებელია მეცნიერების განვითარების გარეშე, შესაბამისად, მეცნიერებასა და სამეცნიერო-კვლევით პროცესზე ზრუნვაიქნება ჩვენი გუნდის ცალსახა პრიორიტეტი” – განაცხადა საქართველოსგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილჩხენკელმა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” 2020 წლისსაარჩევნო პროგრამის თემატური პრეზენტაციაზე.
მინისტრმა საზოგადოებას მეცნიერების განვითარების მიმართულებითსამომავლო გეგმები გააცნო.
მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებით გამოყო ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე იფუნქციონირებს. ადრონული თერაპიის ცენტრში განთავსდება ორი ციკლოტრონი, ერთიმოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრატანამედროვე მეთოდებით,ხოლო მეორე სამეცნიერო კვლევით პროცესს ონკოლოგიაში, ბირთვულ დასამედიცინო ფიზიკაში.
„ქვეყნის განვითარება შეუძლებელია მეცნიერების განვითარების გარეშე, შესაბამისად, მეცნიერებასა და სამეცნიერო-კვლევით პროცესზე ზრუნვაიქნება ჩვენი გუნდის ცალსახა პრიორიტეტი.
საგრძნობლად გაიზრდება მეცნიერების დაფინანსება. ეს შეეხება როგორცსაგრანტო კონკურსებს, ასევე, კვლევითი პროცესების ხელშეწყობასსახელმწიფოს მხრიდან. მნიშვნელოვანია ჩვენი ქართული სათვისტომოსჩართვა სამეცნიერო-კვლევით პროცესში. ძალიან დიდი პოტენციალიასაზღვარგარეთ ქართველი მეცნიერების სახით. ისინი უფრო აქტიურადიქნებიან ჩართული სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, ისევე როგორცწამყვანი უცხოელი პროფესორები, მეცნიერები აქტიურად იქნებიან ჩართულიკვლევებში ქართველ მეცნიერებთან ერთად” – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მისი თქმით, ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა გამოყენებითიმეცნიერების კომერციალიზაციას. როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, აქმნიშვნელოვანია, მეცნიერება დაუკავშირდეს ეკონომიკას, რომ თითოეულმაოჯახმა იგრძნოს ის მნიშნელოვანი ეფექტი, რომელსაც მეცნიერება იძლევა.
„როდესაც ჩვენ მეცნიერებაზე ვსაუბრობთ, მინდა გასაკუთრებით გამოვყო ამმიმართულების მთავარი მეგაპროექტი, რომელიც სულ რამდენიმე წელიწადშიგანხორციელდება. ეს გახლავთ ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიციფუნქციონირებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე.ადრონული თერაპიის ცენტრში ჩვენ გვექნება ორი ციკლოტრონი, რომელთააწყობა უკვე დაწყებულია მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში – IBA. ესპროექტიც მთლიანად დაფინანსებულია „ქართუ” ფონდის მიერ. პირველიციკლტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრატანამედროვემეთოდებით – ეს გახლავთ პროტონული თერაპია, რაც განსაკუთრებითმნიშნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობისთვის.ხოლო მეორე ციკლოტრონი მთლიანად მოხმარდება სამეცნიერო კვლევითპროცესს ონკოლოგიაში, ბირთვულ და სამედიცინო ფიზიკაში. მე პირადადშევხვდი მსფოლიოს წამყვან მეცნიერებს, ამ მიმართულებებისწარმომადგნელებს და მათ დიდი ენთუზიაზმი და მზაობა გამოხატეს, რომჩამოვიდნენ ქუთაისში და ქართველ მეცნიერებთან ერთად აწარმოონკვლევითი პროცესი. ეს ნიშნავს იმას, რომ ქუთაისის საერთაშორისოუნივერსიტეტმა და ადრონული თერაპიის ცენტრმა საქართველო მონიშნა მსოფლიო აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით რუკაზე. ეს არის უაღრესადმნიშვნელოვანი ნაბიჯი განათლებული და წარმატებული საქართველოსთვის!”– განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.