ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში ლაშა შენგელიას ხელმეორე გამოკითხვა მიმდინარეობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში “საქართველოს ბანკზე” თავდასხმისას ერთ-ერთი მძევლის ლაშა შენგელიას ხელმეორედ გამოკითხვა მიმდინარეობს.

ყოფილ მძევალს საგამოძიებო უწყების შენობაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

იგი ბანკზე თავდასხმის ღამეს გამთენიისას, მას შემდეგ რაც კირცხის ტყეში გამტაცებელმა კიდევ ორ მძევალთან ერთად დატოვა, წალენჯიხის პოლიციაში გამოიკითხა.

რა დამატებით კითხვები აქვთ მასთან გამომძიებლებს ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს 14 საათსა და 24 წუთზე აიყვანა. 8 საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მან მძევლები ნახევარი მილიონი დოლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა. იგი სამ მძევალთან ერთად, რომელთა შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა, ბანკიდან ჩხოროწყუს მიმართულებით გაიქცა, და მძევლები კირცხის ტყეში დატოვა.

უკვე მესამე დღეა ბოროტმოქმედს პოლიციელები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უწყვეტ რეჟიმში ეძებენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები