კახეთში ჯამში კორონავირუსის 285 შემთხვევაა გამოვლენილი
კახეთის რეგიონში დღემდე კოვიდ 19- ის 285 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. როგორც დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილებაში აცხადებენ, ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია და მართვადი.
” მუნიციპალიტეტების მიხედვით კორონავირუსის განაწილება ასეთია: ახმეტაში-28, გურჯაანში -53, დედოფლისწყარში -11, ყვარელში -53, სიღნაღში – 30, ლაგოდეხში -32, თელავში – 72 და საგარეჯოში – 6. ინფიცირებულთაგან 28 მკურნალობს კოვიდ-კლინიკაში, 144 პირი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 4 იმყოფება კარანტინში, 109 პირი გამოჯანმრთელდა “,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
რეგიონში ამ დრომდე კორონავირუსით პაციენტის გარდაცვალების შემთხვევა არ ფიქსირდება.