მიხეილ ჩხენკელი: ჩვენი პროგრამა არის ძალიან ძლიერი და შედეგებზე ორიენტირებული
ჩვენი პროგრამა არის ძალიან ძლიერი და შედეგებზე ორიენტირებული, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციის შემდეგ მედიას განუცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სკოლებში 1-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სასწავლო გარემო იყოს უსაფრთხო.
„დღეს ჩვენ წარვადგინეთ “ქართული ოცნების” პროგრამა და ხედვა სტრატეგიული მნიშვნელობის მიმართულებებით. ეს გახლავთ განათლება,მეცნიერება,კულტურა, სპროტი და ახალგაზრდობა. სიმბოლურია რომ ესპრეზენტაცია ცატარდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიხსნა ეს გახლავთ ისტორიული მოვლენა, რადგანაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტ ეს არის უმაღლესი მსოფლიო სტანდარტის მქონე ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტი. როგორც დამსწრე საზოგადოებამ ნახა ჩვენი პროგრამა არის ძალიან ძლიერი და შედეგებზე ორიენტირებული. ჩვენ თვალისჩინივით გავუფრთხილდებით განათლებას, მეცნიერებას, კულტურას, სპორტს და ახალგაზრდულ მიმართულებას.
როგორც იცით, მთელი მსოფლიოს განათლების სისტემა არის ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე პანდემიის გამო. ჩვენ ძალიან ეფექტურად ვმართავთ ამ პროცესს. დიდ ქალაქებში როგორც მოგეხსენებათ 1-დან 6-ე კლასის ჩათლით მოსწავლეები დაბრუნდნენ საკლასო ოთახებში, რადგანაც ეს არის ბუნებრივი გარემო, სადაც განათლების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს. პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეებს ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, თუმცა ჩვენ ვართ ძალიან ფრთხილები. საქმე მდგომარეობს იმაში, რომ ყველა სკოლაში მაქსიმალურად არის დაცული სამედიცინო პროტოკოლი. როგორც იცი,თ თუ დაფიქსირდება სადმე კოვიდსიტუაცია იქ მომენტალურად ხდება რეაგირება და ჯანდაცვის რეკომენდაციის საფუძველზე დისტანციურზე გადაყვანა ხდება ან ცალკეული კლასის ან სართულის ან მთლიანად სკოლის ეს დამოკიდებულია უკვე კონკრეტულ ეპიდვითარებაზე“,