რუსთავის 23-ე ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა

რუსთავის 23-ე ბაღის აღმზრდელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბაღი დროებით დაიხურა და სააღმზრდელო პროცესი შეწყდა.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას”
რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით ბაღი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

“კორონავირუსი 23-ე ბაღის აღმზრდელს დაუდასტურდა, სწორედ ამიტომ
სააღმზრდელო დაწესებულება სასწავლო რეჟიმს დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს”, – განაცხადა ეკა ხუციშვილმა.

რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 107 შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები