ოთარ კახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
“ევროპული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობოს კანდიდატს ოთარ კახიძეს კორონავირუსი დაუდასტირდა. ინფორმაციას თავად კანდიდატი ავრცელებს.
“მოკლედ, კოვიდინფიცირებულებს მე და ნანუკაც შევუერთდით.
თავს ვირუსის კვალობაზე ნორმალურად ვგრძნობთ. სიცხე, ხველა, ყელის და სახსრების ტკივილია ჩვენი სიმპტომები. ვმკურნალობთ ქუთაისში, თვითიზოლაციის პირობებში.
ატარეთ პირბადე და გაუფრთხილდით თქვენ გარშემო მყოფებს, განსაკუთრებით ხანდაზმულებს და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს.
ქუთაისში საარჩევნო კამპანიას ჩვენი გუნდით ვაგრძელებთ, ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვით, რაც გავრცელების რისკებს ამცირებს.
ამ ვირუსს მალე მოვერევით და მასთან ერთად ქოცური ვირუსიც დაგვემარცხებინოს”-წერს ოთარ კახიძე.