ოზურგეთში სასწრაფო დახმარების 5 პერსონალს კორონავირუსი დაუდასტურდა
ოზურგეთში კორონავირუსის 5 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. ხუთივე სასწრაფო დახმარების პერსონალია, ხოლო მათგან ორი ექიმი. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა.
“ხუთი დადასტურებული შემთხვევაა, ექიმები და ექთნები. ჩვენ ამ დილით გადმოგვეცა საკვლევად, ჯერჯერობით კვლევის პროცესში ვართ. ყველა მათგანი სახლში იმყოფება, ვირუსი აქვთ მსუბუქ ფორმაში. იმყოფებიან ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მეთვალყურეობის ქვეშ”, – განაცხადა მაია ქუტიძემ.