აჭარაში კოვიდინფიცირებული ერთი პაციენტი გარდაიცვალა
აჭარაში კოვიდინფიცირებული ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 78 წლის ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
“78 წლის ქალი, კლინიკაში 30 სექტემბერს შემოვიდა. მას კორონავირუსთან ერთად პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი აღენიშნებოდა. მცდელობის მიუხედავად პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა”,-განაცხადა გია კიკაბიძემ.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას 205 პაციენტი გადის. რეანიმაციულ განყოფილებაში 45 პირი იმყოფება, აქედან 11-ის მდგომარეობა მძიმეა.