“ჯერ ნახეთ მიხეილ სააკაშვილმა რა თქვა და მერე მიხვდებით რას ვეთანხმები მე” – მალხაზ ჯალაღონიას კომენტარი ზუგდიდში მომხდარ თავდასხმაზე
“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მალხაზ ჯალაღონიას როგორც ჩანს მისთვის საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილების მიღებამ მოუწია. მისივე კომენტარებიდან ირკვევა, რომ საკუთარი აზრის ქონა და მით უმეტეს მათი გაჟღერება აეკრძალა. ყველა კითხვაზე ის თითს ან პარტიისკენ, ან ყოფილი და მისთვის ჯერ კიდევ პრეზიდენტის საკაშვილისკენ იშვერს. ამ ყველაფრის შემდეგ ნათელია, თუ რატომ შეარჩიეს რეიტინგისა და ცნობადობის არმქონე კანდიდატი ზუგდიდში. ის მორჩილია და აკეთებს მხოლოდ იმას რასაც პარტია უბრძანებს. ყველა სხვა კანდიდატისგან განსხვავებით ჯალაღონიას, საკუთარი აზრი, რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში მომხდარ სპეცოპერაციაზეც არა აქვს.
დეტალები “რეგონული კვირის” სიუჟეტში.