აჭარაში კორონავირუსისგან 247 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსიგან 247 პაციენტი გამოჯანმრთელდა. დაინფიცირდა 320 პირი. ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი. პაციენტები ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილები.
აჭარაში სულ მკურნალობას 686 პაციენტი გადის. რამდენიმე მათგანი მართვით სუნთქვაზეა. საკარანტინე სივრცეში 2 183 პირი იმყოფება. თვითიზოლაციაში 11 764 მოქალაქე რჩება.