ქუთაისის ინფექციურში 4 ახალი ინფიცირებული შეიყვანეს, 21 კი გამოჯანმრთელდა
ქუთაისის ინფექციურ კლინიკას, კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი დაემატა,ხოლო 21 გამოჯანმრთელდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, გამოჯანმრთელებული და უსიმპტომო პაციენტები კოვიდმიმღებ სასტუმროებში გადანაწილდნენ.
“ამ ეტაპზე, კლინიკაში 47 კოვიდდადებითი პაციენტი გვყავს,მათგან მძიმეა ცხრა,კრიტიკულად მძიმე ორი. კლინიკაში ამ დროისთვის საკვლევი პაციენტები არ გვყავს”,- განაცხადა მაღლაფერიძემ.
იმერეთში, ამ დროისთვის
1 000-მდე ინფიცირებული პაციენტი კოვიდ მიმღებ კლინიკებსა და სასტუმროებში მკურნალობს, კარანტინშია 2000-ზე მეტი მოქალაქე.