შსს: გარკვეული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია პოლიციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება

შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
უწყების ცნობით, მსგავსი „ფეიკ ნიუსების“ გავრცელებით პოლიციიის მიზანმიმართული დისკრედიტაცია ხდება.
“ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თითქოს პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან არის “ფეიკ ნიუსი” და არ შეესაბამება სიმართლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება და მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება პოლიციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები