ყაჩაღობა წალკაში – ახალზელანდიელების ოჯახიდან წაღებულია ტექნიკა და ფული

წალკაში ახალზელანდიელების ოჯახი დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, ოჯახი მუნიციპალიტეტში რამდენიმე წელია ცხოვრობს.

“რეგიონულ კვირის” ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა ქალი და ბავშვები დააბეს, რის შემდეგაც ტელეფონები და ფული წაიღეს და შემთხვევის ადგილიდან ოჯახის კუთვნილი მანქანით გაიქცნენ.

როგორც შსს-ში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები