მესტიის მერი: ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის, სამწუხაროდ იწვის ტყე

ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის, იწვის ტყე, და სამწუხაროდ ტექნიკისთვისაც მიუვალია,- ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა.

მესტიის მერს ხანძარის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი უჭირს, რადგან მისი თქმით ხანძარი ადამიანისთვის ძნელად მისადგომ ადგილზეა გაჩენილი.

“ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლო არ არის და ნოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა არის ძლიერი დაკვამლიანება. სამწუხაროდ იწვის ტყე, ხანძრის ლოკალიზებას ართულებს ის ფაქტი, რომ ტერიტორია მიუვალია, როგორც ადამიანისთვის ასევე ტექნიკისთვის. ერთადერთი რისი საშუალებითაც შეიძლება იგი ჩავაქროთ არის ვერტმფრენი. ახლა მსჯელობენ იმაზე, თუ საიდან მოხდეს ჩასაქრობი წყლის აღება”,- განაცხადა მესტიის მერმა.

კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, ადგილზე 112-ის მეხანძრე-მაშველები რეგიონის სხვადასხვა დანაყოფებოდან არიან მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები