ახალგაზრდობის სააგენტო ახალციხეში პროფესიულ სასწავლებელ „ოპიზარს” ეწვია

ახალგაზრდობის სააგენტო ახალციხეში პროფესიულ სასწავლებელ „ოპიზარს” ეწვია. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ახალგაზრდობის სააგენტოდან აცნობეს.

 სამცხე-ჯავახეთის მხარეში შერჩეული პრაქტიკოსი ახალგაზრდული მუშაკები, პირველ,სახელმწიფოსგან აღიარებულ ახალგაზრდული მუშაკის გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამის პრაქტიკულ კომპონენტს გაივლიან. 

შეხვედრის მიზანია პროფესიულ სასწავლებელთან სამუშაო პრინციპების განსაზღვრა პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის მომზადება–განხორციელების ეტაპზე, ახალგაზრდების ჯგუფის და თემების განსაზღვის პროცესის მონიტორინგი, რათა პროგრამა გამართულად და დროში შეუფერხებლად გაგრძელდეს.    

შეგახსენებთ, „ახალგაზრდული მუშაკის” გადამზედების აკრედიტირებული პროგრამახალგაზრდობის სააგენტომ მისი სამწლიანი რეფორმის მთავარი მიმართულების, „ახალაგზრდული საქმიანობის, როგორც პროფესიის ინსტიტუციონალიზაციის” ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციასთან ერთად და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლლობით დაიწყო.

გადამზადების პროგრამის დაწყება, ახალაგზრდული მუშაკის ინსტიტუციონალიზაციის პროცესში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ახალგაზრდული მუშაკის სასერტიფიკატო პროგრამით, პირველ ეტაპზე, ღია კონკურსის გზით შერჩეული 27 პრაქტიკოსი ახალგაზრდული მუშაკი გადამზადდება, საქართველოს 9 რეგიონიდან. 

პროგრამის პრაქტიკულ კომპონენტს, პროგრამის მონაწილეები,  საქართველოს 9 რეგიონში არსებულ პროფესიულ სასწავლებლებში გაივლიან. მონაწილეებს შორის მოცემული პროფესიული სასწავლებლებიდან თითო თანამშრომელიც არის წარმოდგენილი, რომლებიც პროგრამის დასრულების შემდეგ საქმიანობას ადგილზე გააგრძელებენ. შესაბამისად, პროგრამის ამოქმედება ასევე ხელს შეუწყობს პროფესიული სასწავლებლების გაძლიერებას და პოპულარიზებას

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები