ეს იყო სრული ცილისწამება, რაც ჩემზე დაიდო და რასაც ავრცელებენ. ასეთია დავით ხვიბლიანის პირველი შეფასება და კომენტარი. ხვიბლიანი ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” თავდამსხმელმა 2 პირთან ერთად მძევლად, ბანკიდან გამოსვლისას წაიყვანა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იგი შესაძლოა თავმდასხმელის სავარაუდო თანამზრახველი იყოს.
დავით ხვიბლიანი, მას შემდეგ, რაც თავდამსხმელმა იგი დანარჩენ ორ მძევალთან ერთად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტყეში დატოვა, პირველად გამოჩნდა მედიის წინაშე.
იგი უკვე დაიკითხა საგამოძიებო უწყების მიერ.
“ჩემი ღირსებაც შელახეს, სამსახურის შელახეს. არც ერთ ჯარისკაცს პატივი არ სცეს, რაც ეს მემგონი ქართველისთვის და ქართული სულის ადამიანისთვის არ არის ლამაზი საქციელი. დანარჩენი რაც არ უნდა კითხვები დამისვათ არ ვაპირებ პასუხის გაცემას, იმიტომ რომ გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიება დაადგენს ყველაფერს, ყველა კითხვაზე იქნება პახუხი გაცემული. რაც იყო, რაც მოხდა, როგორც მოხდა და რანაირადაც მოხდა ეს სრულიად ყველაფერი იცის გამოძიებამ და მიდინარეობს გამოძიება და თუ იქნება საჭირო, გამოძიება იტყვის ყველაფერს. სერგო ჩაჩიბაია ვინ არის საერთოდ არ ვიცი, ამის მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. არა, მე სამხედრო პოლიციის მანქანას არ წავიყვანივარ, მე ჩემს სამხედრო მოვალეობას ვასრულებდი და ვიყავი სამსახურში. ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ სამხედრო ბაზაზე”, – განაცხადა დავით ხვიბლიანმა.