წალკაში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
წალკში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას წალკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, მანანა მირაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ინფიცირებული პაციენტები უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან.
“ დღეისთვის კორონავირუსის სამიშემთხვევა გვაქვს, ინფიცირებული პაციენტები უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან. პაციენტები 40-იდან 60 წლამდე პირები არიან ”, – განაცხადა მანანა მირაშვილმა.
ცნობისთვის, წალკაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2 სექტემბერს დადასტურდა. ამ დროისათვის მუნიციპალიტეტში 27 პირს დაუდასტურდა. მათგან 11 გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა.