ავჭალაში მოკლული მამაკაცი წყალტუბოს მკვიდრია

თბილისში მოკლული მამაკაცი წყალტუბოელი ვალერიანე ნემსიწვერიძეა. მისი ოჯახის თბილისის ქუჩაზე ცხოვრობს. მეზობლების ინფორმაციით, მომხდარის შესახებ ოჯახმა ცოტა ხნის წინ შეიტყო და მკვლელობის მოტივზე დეტალური ინფორმაცია არ აქვთ. რაც შეეხება გარდაცვლილს წყალტუბოში ბოლოს ორი დღის წინ იყო, მას მეზობლები დადებით პიროვნებად ახასიათებენ, თუმცა რას საქმიანობდა, არ იციან, ასევე უჭირთ საუბარი მისი ნასამართლეობის შესახებ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები