კობა ნარჩემაშვილი შეუძლებელია არ გიხაროდეს, რომ მძევლები ყველა უვნებლად გადარჩა
ახლა ჯერი არის სამართალდამცველებზე და ეს ოპერაცია, რომ დამთავრდეს ნამდვილად წარმატებულად. ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა.
“მინდა გითხრათ, რომ სახიფათო პრეცენდენტის შემცველია ზუგდიდის ფაქტი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ წახალისება ამ თვალსაზრისით, არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში. შეუძლებელია არ გიხაროდეს და არ მოგწონდეს ის რომ ადამიანები გადარჩნენ, მძევლები ყველა უვნებლად გადარჩა. ახლა ყველაფერზე ჯერი არის სამართალდამცველებზე და ეს ოპერაცია, რომ დამთავრდეს ნამდვილად წარმატებულად. თავხედი, ძალიან უხეში გამოწვევა მთლიანად საზოგადოებისა და სამართალდამცავი სისტემის უნდა იქნეს წერტილდასმული. ჩემი აზრით წერტილდასმა იქნება ამ ადამიანის იდენტიფიცირება და მისი დაკავება იმიტომ, რომ ძალიან სახიფათო ნიშნებს ვხედავ”,- განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
ნარჩემაშვილის შეფასებით, დამნაშავის იდეალიზება შესაძლოა კრიმინალისთვის წამახალისებელი აღმოჩნდეს.
“ხდება იდიელიზება ამ პერსონის ბევრი მიმართულებით, რომელიც არის სრულიად დაუშვებელი და ამ ადამიანისთვის ადეკვატური პასუხის გაცება იქნება ამ ფაქტისთვის წერტილის დასმა. ასე, რომ მე ძალიან ვგულშემატკივრობ სისტემას იმიტომ, რომ ასეთი ფაქტი არ უნდა დარჩეს გაუხსნელი და ძალიან მკაცრად უნდა იქნას დასჯილი ადამიანი, ვინც ასეთ თავხედურ დანაშაულზე წავა. წესად მაქვს საერთოდ, რომ ჩემს კოლეგებს მოქმედს თუ ყოფილებს არ ვაფასებ ერთი უბრალო მიზეზის გამო და მათ განცხადებებს, იმიტომ, რომ ეს შეიძლება შეფასებული იქნას ჩემთან მიმართებაში მრავალნაირად, თუმცა ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ ყოველ კონკრეტულ ფაქტს გააჩნია, მაგრამ უკომპრომისობა სამართალდამცავი ორგანოებისა და სპეცსამსახურის საქმიანობაში არის ერთ-ერთი მთავარი. როცა დამნაშავემ იცის ხელისუფლება, სამართალდამცავი ორგანოები მასთან მოლაპარაკებებში ან მისი პირობების შესრულებაში არ იქნება დამყოლი, იქნება უკომპრომისო, შეურიგებელი და ხშირ შემტხვევაში პროპორციული ზომების გამტარებელი მან უნდა იცოდეს, რომ ეს უნდა იყოს ხელის შემშლელი გარემოება მისთის დანაშაულის ჩადენისაკენ. ასე, რომ ეს შემიძლია ვთქვა ცალკეული ფაქტი ადამიანების, როცა 43 კაცის სიცოცხლეზეა ლაპარაკი, შესაძლებელია ეს განხილული იქნა,ს მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძალიან მკაფიო და უკომპრომისო უნდა იყოს ხელისუფლების და სამართალდამცავი ორგანოების პოზიცია“, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.