“ძალიან ფრთხილი ადამიანი იყო, ერთი შეცდომა არ დაუშვია” – რას ყვება ერთ-ერთი მძევალი თავდამსხმელზე
“მეგრულად საუბრობდა”,- ლაშა შენგელია
ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმისას 40-მდე მძევალს შორის ერთ-ერთი ლაშა შენგელია, მომხდარის დეტალებს იხსენებს.
“თვითონ გვკითხა ვინ გავყვებოდით მძევლად და ჩვენ სამმა დავასახელეთ ჩვენი თავი. გამომდინარე იქედან, რომ ქალებატობები იყვნენ და მათ ხომ არ გავუშვებდით”,- განაცხადა ლაშა შენგელიამ.
ლაშა შენგელია არის იმ სამი მძევალიდან ერთ-ერთი, რომელიც გამტაცებელმა ბანკიდან გამოიყვანა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. როგორც თავად აცხადებს, პირი, რომელიც ბანკში შეიჭრა მეგრულ ენაზე საუბრობდა.
“ძალიან ფრთხილი ადამიანი იყო, ერთი შეცდომა არ დაუშვია. ჩვეულებრივი ადამიანი იყო, მეგრულად საუბრობდა. მოწევის უფლებას გვაძლევდა. ერთხელ შევეკითხე თქვენ სიგარეტს ეწევით მეთქი? კიო მითხრა. მაგრამ არ მოუწევია. ასე თქვა აქ კვალს ვერ დავტოვებ ვერაფერსო. გამოსვლის დროსაც ყველგან წყალი დაასხა. ბოცით იდგა წყალი და ის დაასხა. ძალიან ფრთხილობდა. თვითონ არაფერს ლაპარაკობდა. ჩვენ გვალაპარაკებდა”,- იხსენებს ლაშა შენგელია.