ზუდიდის სამხარეო პოლიციაში ყოფილი მძევლების ხელახალი გამოკითხვა მიმდინარეობს
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამხარეო პოლიციაში “საქართველოს ბანკის” თავდასხმისას მძევლად მყოფი პირების ხელმეორედ გამოკითხვა მიმდინარეობს.
ყოფილ მძევლებს პოლიციაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მედიისთვის ამ ეტაპზე უცნობია თუ რა კითხვები აქვთ დამატებით მათთან გამომძიებლებს.
სამხარეო პოლიციის განყოფილებაში ყოფილიძევლების გამოკითვა საათზე მეტია მიმდინარეობს და კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ჯერჯერობით უცნობია.
ყოფილი მძელები ზუგდიდის პოლიციის ცენტრალურ სამმართველოში ბანკზე თავდასხმის ღამეს გამოიკითხნენ პირველად, თუმცა მედიასთან კომენტარი არცერთ მათგანს ირაკლი კვარაცხლიას გარდა, არც მაშინ არ გაუკეთებიათ.