ჩიქოვანი: ოპოზიციის სპეკულაციები ბანკის ყაჩაღობაზე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, ზუგდიდიში 21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკის“ თავდასხმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.
ჩიქოვანის შეფასებით, სპეკულაციები, რომელიც ოპოზიციური სპექტირდან ისმის, მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
„ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას შემდეგი, პირველი ეტაპის ამოცანა, რომ ჩვენ უზრუნველგვეყო მძევლების უსფრთხოება და მოგვეხსნა საფრთხე მათი სიცოცხლის, ეს არის მიღწეული, რა თქმა უნდა გრძელდება ოპერაცია, გრძელდება ოპერატიული სამუშაოები და მოქმედებები, რომელსაც ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს პერიოდში ეს დამნაშავე იქნება დაკავებული და შესაბამისად პასუხისგებაში მიცემული. თუმცა აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას,რომ ძალიან ბევრი სპეკულაცია გაისმის სხვადასხვა სუბიექტის მხრიდან , არა აქვს მნიშვნელობა ისინი იქნებიან მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები თუ უბრალოდ ეგრედ წოდებული ექსპერტები, ფაქტი არის ერთი, ის რაც გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მინისტრის ხელმძღვანელობით და აქ ადგილობრივმა სამხარეო წარმომადგენლობამ, ბატონი გალდავას მონაწილეობით იყო ძალიან წარმატებული, შედეგიანი პირველი ეტაპი. ეს არის ფაქტი”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა,
როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, მთავარი ამოცანა ამ საქმის ბოლომდე მისაყვანად დამნაშავის დაკავებაა, რაზეც ჩიქოვანის განცხადებით შს სამინისტრო ძალ-ღონეს არ იშურებს.
„ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეს ადამიანი იქნეს დაკავებული. წინასწარ საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ რამე იყო წარმატებული ან წარუმატებელი არის არასწორი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტრო იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას რათა მოხდეს ამ ადამიანის იდენტიფიცირება, დადგენა და შესაბამისად დაკავება,სხვა დანარჩენი არის აბსოლუტურად ფუჭი სპეკულაცია, რომელსაც არა აქვს შინაარსი და მიმართულია იმსკენ, რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
სამართალდამცველები და შესაბამისი უწყებები, უკვე 48 საათზე მეტია, ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებულ პირს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.