ამბროლაურში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადიშში კორონავირუსი დაფიქსირდა. ამის შესახებ ამბროლაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა ნატო დვალმა განაცხადა. სპეციალისტის განმარტებით, ინფიცირებულს აღენიშნებოდა ცხელება, რისთვისაც საჭირო გახდა ტესტის გაკეთება. წინასწარი მონაცემებით, კონტაქტების წრე ფართო არაა და შესაძლებელია სიტუაციია მართვა.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის, ვირუსის დადასტურებული მხოლოდ ერთი შემთხვევა ფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები