“ნაცმოძრაობის” ბათუმის მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატი თვითიზოლაციაში გადავიდა
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გიორგი კირთაძის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბათუმის მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატი ამ დროისთვის, თვითიზოლაციაში რჩება. ,,რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას როგორც თავად ამბობს პისიარ ტესტი ორჯერ ჩაიტარა თუმცა პასუხი უარყოფითია.
,, ჩემი მეუღლე კორონავირუსზე მკურნალობს. მე პირადად მანამდეც გაკეთებული მქონდა პისიარი და ჩემი მეუღლის დაინფიცირების შემდეგაც ჩავიტარე პასუხი ორივე ჯერზე უარყოფითი მოვიდა. ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში ვიმყოფები“,-განაცხადა გიორგი კირთაძემ