ზუგდიდში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში არსებულ ბენზინგასამართი სადგურზე ყაჩაღობა მოხდა.
უცნობმა პირებმა სალაროში არსებული გარკვეული ოდენობის თანხა წაიღეს, ერთი ავტომობილი გაიტაცეს და ბოლოს გატაცებული ავტომობილი, სოფელ უჩაშონაში დატოვეს.
ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარ ფაქტზე გამოძიება შს სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო.
უწყების ცნობით, ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.