სამეგრელოში კორონავირუსით 69 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 11
სამეგრელოში კორონავირუსის 69 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 11 პირი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 358 ნიმუშებიდან 69 -ზე პასუხი დადებითია.
„57 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 7 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, 31 კი ცხელებით და სხავადსხვა გამოვლინებებით მისული პაციენტები.
4 შემთხვევა გვაქვს ფოთში, 3 შემთხვევა გვაქვს სენაკში, 1 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, 1 შემთხვევაა წალენჯიხაში. ასევე 1 შემთხვევა გვაქვს ჩხოროწყუში, 1 შემთხვევა დაფიქსირდა აბაშაში და 1 შემთხვევა დაფიქსირდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.
მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 120 კოვიდპაციენტი გადის, აქედან 15-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 11 პირი მათ შორის 10 რუხის კლინიკიდან და 1 ფოთის კლინიკაში მკურნალობდა. (5 ზუგდიდი, 3 ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან, 1 ფოთი, 1 გურიის რეგიონიდან, 1 თბილისის მაცხოვრებელი).
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 177 ადამიანი”, – ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1759 შემთხვევა დადასტურდა, რაც ეპიდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.