ლენტეხის მუნიციპალიტეტში კოვიდინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში კოვიდინფიცირებულების რიცხვი 9 დან 14 მდე გაიზარდა. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ ლენტეხის საავადმყოფოს ეპიდემიოლოგმა ლამზირა ბენდელიანმა განუცხადა. სპეციალისტის განცხადებით, 5 ახალი შემთხვევიდან ოთხი წინა დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებია, ერთის წყარო უცნობია და კვლევა მიმდინარეობს, დაინფიცირებულებიდან ერთი არასრულწლოვანია, მაგრამ ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და სკოლაში არ დადიოდა.
„დაინფიცირებულიდან 1 ლენტეხის მაცხოვრებელია, 2 სოფელ ჩოლურის და 2 სოფელ სასაშის. ეპიდემიოლოგებმა და სპეციალისტებმა კონტაქტების მოძიება უკვე დავიწყეთ”, -განაცხადა მედიკოსმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები