რუსთავში კოვიდინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსთავში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რუსთავის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
მათი თქმით, ამ ეტაპზე მოკვლეულია 7 ინფიცორებულის კონტაქტი.
“ რუსთავში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 9 პირს დაუდასტურდა. მოკვლეულია 7 ინფიცირებულის კონტაქტი, 2პირზე კი მიმდინარეობს ეპიდკვლევა”, – განაცხადეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 36 შემთხვევა გამოვლინდა.