ცაგერში კორონავირუსი რესურსცენტრის თანამშრომელს დაუდასტურდა

ცაგერში კორონავირუსის მეხუთე შემთხვევა დაფიქსირდა.ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ცაგერის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გურგუჩიანმა განუცხადა. ინფიცირებული 50 წლამდე ქალია და იგი ცაგერის რესურსცენტრში მუშაობს.

“დაინფიცირებული პიროვნება გადამდებლობის თვალსაზრისით საშიშროებას არ წარმოადგენს იმდენად, რამდენადაც ის ბოლო 10 დღეა სახლში იმყოფებოდა და კონტაქტები მინიმალური გვექნება”,- განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა.

ეპიდემიოლოგებმა და სპეციალისტებმა შესაძლო კონტაქტების კვლევა უკვე დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები