ხობში მამაკაცი, სავარაუდოდ, ცემით მოკლეს
ხობში 50 წლამდე კაცი, სავარაუდოდ, ცემით მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს შელაპარაკება უძღოდა წინ.
როგორც „რეგიონულ კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
უწყების ცნობით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები დაკავებულია და პოლიციის განყოფილებაში მათი გამოკითხვა მიმდინარეობს.