ლევან დავითაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ შსს ყველა კრიმინალურ შემთხვევას სათანადო და საკადრის პასუხს გასცემს

,,ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ სამართალდამცავები მოქმედებდნენ დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობით, სიფრთხილით და მათ ეს შეასრულეს მაღალ დონეზე”- ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა თელავში ,,ქართული ოცნების” 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატური პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრმა ზუგდიდში მომხდარი თავდასხმა შეაფასა და განმარტა, რომ სამართლებრივი პროცესი გრძელდება და
შსს ყველა კრიმინალურ შემთხვევას სათანადო და საკადრის პასუხს გასცემს.

,,მემგონი ამ ნაწილში, ყველა ჩვენი მოქალაქე ერთსულოვანი ვართ, რომ ქვეყანამ აიცილა დიდი ტრაგედია, როდესაც კრიმინალური შემთხვევა შეიძლება გადაზრდილიყო მასობრივ სისხლისღვრაში და ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებდით ჩვენი მოქალაქეების უბრალოდ გარდაცვალებას, რაც იქნებოდა ყველასთვის ძალიან დიდი დანაკარგი.
ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ სამართალდამცავები მოქმედებდნენ ამ სამოქალაქო პასუხისმგებლობით, სიფრთხილით და მათ ეს შეასრულეს მაღალ დონეზე.
პირველ რიგში, მივიღეთ ის , რომ არცერთი მოქალაქე არ გარდაცვლილა და რა თქმა უნდა, არ გვყავს ასევე დაშავებულები.
ეს არის ყველაზე მეტი ღირებულება, ამის საფასური არ არის სხვა არაფერი , თუმცა მეორე ნაწილი ის , რომ კრიმინალების მიმართ ჩვენ ვიქნებით შეუბრალებლები, ეს არის ამ საკითხის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი.
ამაზე პრემიერს ჰქონდა ძალიან მკაფიო განცხადება.
ეს არის დავალება სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის, რომ მათ ეს საქმე უნდა მიიყვანონ ბოლომდე. ჩვენ ვსაუბრობთ ერთ ნაწილზე, რაც გულისხმობდა მძევლების გათავისუფლებას, მეორე ნაწილი, რომ თემა იყოს დასრულებული, კრიმინალი დაისაჯოს და კანონით გათვალისწინებული ყველა ის ზომა გატარდეს, რაც საჭიროა – ეს არის, რა თქმა უნდა, გასაკეთებელი, ამიტომ ეს სამართლებრივი პროცესი გრძელდება.
დარწმუნებული ვარ, რომ შსს ყველა კრიმინალურ შემთხვევას სათანადო და საკადრის პასუხს გასცემს”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები