გომელაურის თქმით, თანხა, რომელიც თავდამსხმელს გადასცეს “საქართველოს ბანკის” კუთვნილება იყო

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, თანხა, რომელიც ზუგდიდში თავდამსხმელს მძევლების გასათავისუფლებლად გადასცეს, “საქართველოს ბანკის” კუთვნილება იყო.

მისივე თქმით, მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

“ბიუჯეტის თანხა ნამდვილად არ ყოფილა. რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი წაიღო. “თიბისი ბანკი” ხომ არ გატეხილა, “საქართველოს ბანკი” იყო. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს”, – აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული პირი გუშინ, დღის 3 საათისთვის შეიჭრა და მძევლები აიყვანა. გვიან ღამით, ხელყუმბარით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ბანკის შენობა რადენიმე მძევალთან ერთად დატოვა და პოლიციის მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. დანარჩენი მძევლები კი გათავისუფლდნენ.

ამ დროისთვის, ყველა მძევალი თავისუფალია და თავდამსხმელის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და მძევლად აყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები