ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, გამოძიება მიმდინარეობს, არ შეიძლება, წინასწარ ადამიანებს დააბრალო რაღაც, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში “საქართველოს ბანკზე” გახორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას შესაძლოა თუ არა, რომ ბოროტმოქმედს თანამზრახველები ჰყოლოდა.
შს მინისტრის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და პოლიცია ყველა მიმართულებით მუშაობს.
“გამოძიების ირგვლივ ბევრი ვერსია გავრცელდა, თუმცა, თანამზრახველების შესახებ ამას ჯერ ვერ დავადასტურებ, რა თქმა უნდა. ვმუშაობთ ყველა მიმართულებით. შეიძლება, იქ 10 ადამიანი ყოფილიყო დამნაშავის თანამზრახველი 43 ადამიანში. ვერავინ იტყვის ამას, იყო თუ არ იყო.
გამოძიება მიმდინარეობს, არ შეიძლება წინასწარ ბრალდებები ადამიანების, დააბრალო რაღაც, რომელიც არ იცი მტკიცებულებით ფორმაში. აქედან გამომდინარე, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.
რაც შეეხება დავით ხვიბლიანს – ის იყო მძევალი. ამაზე ვერავინ ვერაფერს ვერ გეტყვით. 43 ადამიანში ერთ-ერთი იყო დავით ხვიბლიანი. ჩვეულებრივად, გამოძიება მიდის”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
კომენტარები
კომენტარები