ირაკლი ალადაშვილი: სახელმწიფომ სწორად იმოქმედა, რადგან გალდავამ თავდამსხმელის ნდობა დაიმსახურა
სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის შეფასებით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ თავდამსხმელი ჩაცმულობითა და მანერებით, შესაძლოა ყოფილი სამხედროა.
ალადაშვილის თქმით, თავმდამსხმელის მომზადებაზე მიუთითებს ისიც, რომ მას გათვლილი ჰქონდა, რომ მისი იდენტიფიცირება, რაც შეიძლება გვიან მომხდარიყო ან საერთოდ ვერა.
„მისი ქცევით, აღნაგობით, ჩაცმულობით შეიძლევა ჩაითვალოს, რომ იყო ან ყოფილი სამხედრო, ან ძალოვანი სტურქტურის წარმომადგენელი, რომელიმე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრიც კი. მან ეცადა, რომ არ ჰქონოდა სხეულის არც ერთი ადგილი ღია, ანუ თავზე ჩამოცმული ნიღაბი უფარავდა კისერსაც და ასევე ეკეთა შავი ფერის ხელთათმანები – ანუ ცდილობდა არ დაეტოვებინა ანაბეჭდები და შეიძლება დნმ-საც ერიდებოდა. მის ინტერესში იყო, რომ მისი იდენტიფიცირება გვიან განხორციელდეს ან საერთოდ ვერა, რაც მას საშუალებას მისცემს, ფორმის გახდის, იარაღის გადამალვის შემდეგ ეს თანხა გამოიყენოს, თუმცა თუ თანხა არის დანიშნული, მაშინ შეიძლება გაუჭირდეს ამის განხორციელება“, – განაცხადა ალადაშვილმა.
ირაკლი ალადაშვილის თქმით, თავმდამსხმელის ნეიტრალიზაცია შესაძლებელი იყო, თუმცა ხელისუფლება არ გარისკა, რადგან ხელყუმბარა, რომელიც მას საბრძოლო მოქმედებაში ყავდა მოყვანილი, სამ-ოთხ წამში ამოქმედდებოდა და იქნებოდა მომაკვდინებელი ეფექტის.
„ეს ყველაფერი რომ გაგრძელებულიყო ორი ან სამი დღე, შესაძლოა ე.წ. სტოკჰოლმის სინდრომი მიგვეღო, როდესაც მძევლებს უკვე სიმპატიები უჩნდებათ, თავმდამსხმელის მიმართ. ნუ აქ ასეთი ფაქტი არ მომხდარა მთავარია, რომ სახელმწიფომ სწორად იმოქმედა, მთავარი იყო მძევლებს არაფერი დაშავებოდათ, რადგან სპეცოპერაციის ჩატარება შეიძლებოდა, როგორც ოთახში ასევე განსაკუთრებით მისი გამოსვლის დროს, როდესაც ოთხი მძევალი მოყავდა, ხელყუმბარა ხელში ეჭირა და ამ დროს, შედარებით ადვილი იყო მისი განეიტრალება. მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი დამთავრდა და გავიდა თავდამსხმელი ჩაირთო წამზომი ხელისუფლებისთვის, რომელიც ხელისუფლების პრესტიჟის საქმეა, რაც შეიძლება მალე დააკავონ ეს თავმდამსხმელი“, – აღნიშნა ალადაშვილმა.
ირაკლი ალადაშვილის შეფასებით, რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ავთანდილ გალდავას ქმედებებს, რომელიც ბანკის თავდამსმხელს მძევლებს გათავისუფლების სანაცვლოდ ჩაბარდა, მიუთითებს იმაზე, რომ მან თავმდამსხმელის ნდობა დაიმსახურა.
„მსოფლიოში ხშირად მომხდარა, რომ ვინც მოლაპარაკებებს ახორციელებს, როგორც წესით ძალოვანი სტრუქტურის წარმმომადგენელია ამ შეიარაღებულ თავმდამსხმელთან. შემდეგ ის მიყვება, ან შეცვლის მძევალს ხოლმე. ეს რატომ? იმიტომ, რომ პირველ რიგში ძალოვანი სტურუქტურის წარმომადგენელი აკვირდება მის ქმედებებს, რამდენად პროფესიონალია, რამდენად აღელვებულია და რამდენად შეუძლია წავიდეს სროლაზე და ასევე, მას უშუალო კავშირი აქვს ამ სპეცოპერაციის დამგეგმავებთან , რომ შემდეგ რამე საინტერესო ინფორმაცია მიაწოდოს გამოძებას. როგორც წესი, ერთი ძალოვანი გადის კავშირზე მასთან მიდის მოლაპარაკებები და, როგორც აღმოჩნდა გალდავამ მისი ნდობა დაიმსახურა. პიროვნება იყო მომზადებული, როგორც ჩანს და აქ იყო მთავარი გათვლა იყო ის, რომ მან ფსქოლოგიურად გათვალა, ხელისუფლება რომელიც წინასაარჩევნო მარათონშია თან ასე რთულ-დაძაბულ სიტუაციაში, არჩევნებამდე დარჩენილია რამოდენიმე დღე, ჩათვალა რომ ხელისუფლება არ გარისკავდა, არ წამოიწყებდა სპეცოპერაციას და ამჯობინებდა მძევლების დახსნას და ასეც მოხდა“, – განაცხადა ირაკლი ალადაშილმა.