ლელიანის თემში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა
ლელიანის თემში მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის 1111132.1 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
როგორც ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს, თითოეული პროექტი ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიური კონსულტაციის შედეგად, სოფლად არსებული პრობლემების გაუმჯობესების მიზნით შეირჩა.
წელს ლელიანის თემში რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, სოფელ ქალქვა-ნამესრალის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, რისთვისაც 785 616 ლარი დაიხარჯა.
სოფელ ბებურიანში ჭაბურღილი მოეწყო და სასმელ წყლის მაგისტრალზე დაერთდა. სოფელ ბებურიანიდან სოფელ ბალღოჯიანის მისასვლელ გზაზე, მდინარე ინაბოტზე, ნაპირსამაგრი გაბიონი მოეწყო, ხოლო სოფელ ქალქვაში სანიაღვრე არხზე გადასასვლელი ხიდ-ბოგირის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამივე პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 135 204.55 ლარი შეადგინა
. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფ. ლელიანსა და სოფელ ნამესრალში ახალგაზრდებისათვის დასასვენებელი სკვერი მოეწყო. ამავე პროგრამის ფარგლებში მოიხრეშა სოფელ ბებურიანისა და სოფელ მეორე ლელიანში სავარგულებამდე მისასვლელი გზა, რომლის საერთო ღირებულება 170 733.55 ლარს შეადგენს.
სოფელ ლელიანის საჯარო სკოლის სანიტარული კვანძის მოწყობის სამუშაოებისთვის კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 71 662.75 ლარი დაიხარჯა.
მიმდინარე წელს ლელიანის თემში ჯამში 12 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.