კახეთში კოვიდ 19- ის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კახეთის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე განაცხადეს.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის თქმით, საქართველოს მასშტაბით კოვიდ 19- ის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა.
“თბილისში გვაქვს 563 შემთხვევა, აჭარაში – 389, იმერეთში – 335, ქვემო ქართლში – 77, შიდა ქართლში – 69, გურიაში – 53, სამეგრელო და ზემო სვანეთში – 42, კახეთში – 17, მცხეთა-მთიანეთში – 26, სამცხე-ჯავახეთში – 24,”- განაცხადა ბერდია სიჭინავამ .
ცნობისთვის, საქართველოში 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 22 803-ს