ქუთაისში კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის მე-16 შესახვევში, გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქუთაისში კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის მე-16 შესახვევში, გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგების პროცესი ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ბექა ყურაშვილთან ერთად დაათვალიერა.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა „დაგი +“ აწარმოებს.
აღნიშნული გზის მონაკვეთისთვის 145 ათასი ლარი იხარჯება.
კომპანია გამსახურდიას ქუჩის პირველი შესახვევის და ნინოშვილის ქუჩის პირველი ჩიხის რეაბილიტაციასაც აწარმოებს. ჯამში სამუშაოებისთვის 340 ათასი ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები