ირაკლი ჩიქოვანი სააკაშვილის განცხადებაზე: დავინახეთ ნათელი მცდელობა, რომ მოეხდინათ კაპიტალიზაცია იმ დიდ უბედურებაზე, რომელიც გუშინ ზუგდიდში იყო

გუშინდელი დღის განმავლობაში იყო უპასუხისმგებლო ქმედებები კონკრეტული ადამიანების მხრიდან, კონკრეტული მედიასაშუალებების მხრიდან, კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. დავინახეთ ნათელი მცდელობა თითოეული მათგანის მხრიდან, რომ მოეხდინათ კაპიტალიზაცია იმ დიდ უბედურებაზე, რომელიც გუშინ ზუგდიდში იყო, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ქვეყნიდან გაქცეული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

“მართლაც ტრაგიკომიკურია უკვე ეს ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ დღეს მისი პარტიის მიერ ჩატარებული რაღაცა ღონისძიება შესაძლოა გახდეს ასე ვთქვათ, ის მიზეზი, ჩვენ ვერ მივაქციოთ ყურადღება ზუგდიდიში განვითარებულ მოვლენებს. ეს არის ტრაგიკომედია, მართლად ტრაგიკომედიაა, რასაც ვხედავთ ამ ადმაინის მხრიდან პირდაპირ გეტყვით, პირდაპირ გავიმეორებ, გუშინდელი დღის განმავლობაში იყო უპასუხისმგებლო ქმედებები კონკრეტული ადამიანების მხრიდან, კონკრეტული მედიასაშუალებების მხრიდან, კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. ჩვენ დავინახეთ ნათელი მცდელობა თითოეული მათგანის მხრიდან, რომ მოეხდინათ კაპიტალიზაცია იმ დიდ უბედურებაზე, რომელიც გუშინ ზუგდიდში იყო და იმ საფრთხეზე რომელიც ემუქრებოდა ჩვენს ათეულობოთ მოქალაქეს. ეს არის სრული უპასუხიმგებლობა, ხოლო ის კონკრეტული პოლიტიკოსი რომელზეც თქვენ მესაუბრებით, მიხეილს სააკაშვილი არის ტრაგიკომედია”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ “საქართველოს სახელმწიფო, პრაქტიკულად, გაანადგურეს და გუშინ ჩვენ ამაში დავრწმუნდით. საქართველოში აღარაა სახელმწიფო, საქართველოში არის ბიუჯეტის ქურდებისა და კრიმინალების ჰიბრიდი”.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები