ქობულეთში  ინკასატორს თავს დაეხსნენ – წაღებულია 75 000 ლარი

ქობულეთში  ინკასატორს თავს დაეხსნენ. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია 75 000 ლარი. შემთხვევა ქობულეთის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

თავდაპირველი ინფორმაციით, თავდამსხმელებმა “საქართველოს ბანკის” ინკასატორი დააყაჩაღეს, თუმცა ბანკის გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა,  მანქანა ეკუთვნის კომპანია DDG-ს.

“ეს არ არის საქართველოს ბანკის კუთვნილი ინკასაციის მანქანა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მანქანა ეკუთვნის კომპანია DDG-ს. დამატებითი დეტალებისთვის გთხოვთ, მიმართოთ შსს-ს”, – ნათქვამია “საქართველოს ბანკის” განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები