ირაკლი ჩიქოვანი: მთავრეს ამოცანას წარმოადგენდა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის საფრთხის განეიტრალება, ეს შედეგი დადგა
მთავრეს ამოცანას წარმოადგენდა ჩვენი მოქალქეების უსაფრხთოების უზრუნველყოფა და მოქალაქეების სიცოცხლის საფრთხის განეიტრალება, ეს შედეგი დადგა და მართლაც მადლობა მინდა ვუთხრა ამისთვის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცდხადა.
მისი თქმით, გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
“წარმატებით დასრულდა ოპერაციის მხოლოდ და მხოლოდ პირველი ეტაპი. უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა ჩვენი მოქალქეების უსაფრხთოების უზრუნველყოფა და მოქალაქეების სიცოცხლის საფრთხის განეიტრალება.ეს შედეგი დადგა და მართლაც მადლობა მინდა ვუთხრა ამისთვის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. რა თქმა უნდა იყო შესაძლებლობა რომ განვითარებულიყო სხვა სხენარით, მაგრამ ჩვენ როგორც იქნა გაჟღერებული სამართალდამცავებმა ამისგან თავის შეიკავეს და მიზანი მირწეული იქნა. ყველა მძევალი იქნა გათავისუფლებული . ასევე მადლობა მინდა სპეციალური მადლობა ვუთხრა ბატონ ავთანდილ გალდავას, რომელმაც გვანახა მაღალი პროფესიონალიზმი წუხანდელი ღამის განმავლობაში და ზოგადად მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა. მეორეს მხრივ ხაზს გავუსმევ იმას რომ ოპერაცია კვლავაც მიმდინარეობს. სამძებრო ღონისძიებები კვლავაც ტარდება. ვიცი რომ ბევრი სხვადსხვა ბევრი ოპერატიული ღონისძიება არის დაგეგმილი დღის განმავლობაში და შესაბამისად მე იმედს ვიტოვებ და დარწმუნებულო ვარ მოხდება დამნაშავის დაკავება და შესაბამისად პასუხისგებაში მიცემა”, – განაცხადა ჩიქოვანმა.