ერთი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა “თერჯოლამედის” კლინიკაში
ერთი კოვიდინფიცირებული ადამიანი თერჯოლის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა.
კლინიკა “თერჯოლამედის” დირექტორის დავით სარიშვილის თქმით, 65 წლამდე მამაკაცი კლინიკაში 14 ოქტომბერს ქუთაისიდან შეიყვანეს.
მისივე განმარტებით, მას კორონავირუსთან ერთად მძიმე თანმდევი დაავადებები ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.