ნინოწმინდაში 190 მოსწავლე თვითიზოლაციაში იმყოფება
ნინოწმინდაში 190 მოსწავლე თვითიზოლაციაში იმყოფება, – ამის შესახებ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორმა განაცხადა. მისი თქმით, გუშინ გარდაცვლილი 30 წლის კოვიდინფიცირებული ქალი სკოლაში უცხო ენის პედაგოგი იყო.
შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი ინფიცირებული სუნთქვის უკმარისობით თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში 17 ოქტომბერს მოათავსეს.
ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 22803 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გამოჯანმრთელებულია 4901, ხოლო გარდაცვლილი – 178.