სამეგრელოში “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელის დასაკავებლად სპეცოპერაცია გრძელდება

სამეგრელოს რეგიონში სპეცოპერაცია “საქართვეოს ბანკზე” თავმდასხმელის დასაკავებლად აქტიურად გრძელდება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის მთავარ სამმართველოში დილამდე გაგრძელდა ყოფილი მძევლების გამოკითხვა. სულ გამოკითხულია 46 პირი, მათ მედიასთან კომენტარის გაკეთების გარეშე დატოვეს პოლიციის მიმდებარე ტერიტორია.

მედიასთან მომხდარის დეტალებზე მხოლოდ ირაკლი კვარაცხელიამ ისაუბრა, რომლის მეშვეობითაც თავმდამსხმელმა საკუთარი მოთხოვნები გააჟღერა.

თავმდამსხმელის იდენტიფიცირება უკვე მოხდა თუ არა, ამ ეტაპზე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა და სავარაუდოდ, შესაძლოა, მოწმეები სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე ხელმეორედ დაიბარონ.

“რეგიონულ კვირის” სიახლეებს მოვლენების განვითარების შესაბამისად ადგილიდან მოგაწვდით.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები