ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ არ ფლობენ ინფორმაციას, ზუგდიდელი თავდამსხმელის მათ ე.წ. ტერიტორიაზე მოხვედრის შესახებ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ არ ფლობენ ინფორმაციას ზუგდიდში “საქართველოს ბანკში” მომხდარი თავდასხმის შემდეგ შეიარაღებული მამაკცის მათ დე ფაქტო ტერიტორიაზე მოხვედრის შესახებ. ​ამის შესახებ ე.წ.  უწყების ქვედანაყოფის ხელმძღვანელმა, რუსტამ ლატიპოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ენგურის ხიდის ე.წ.საკონტროლო პუნქტი 19:00 საათიდან დილის 07:00 საათამდეა ჩაკეტილი. ამ დროს დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთას ბოროტმოქმედი ვერ შეძლებდა.

“რუსეთთან ერთობლივად სასაზღვრო ზონის პერიმეტრზე ყველა საჭირო ზომა გატარდება, რომ დამნაშავემ აფხაზეთის ტერიტორიაზე შეღწევა ვერ შეძლოს”, – თქვა რუსტამ ლატიპოვმა.

მანამდე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა, სერგეი შამბამ განაცხადა, რომ არ ფლობს ინფორმაციას, რომ ზუგდიდიდან ავტომობილი აფხაზეთისკენ გაემგზავრა.

ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცი, რომელსაც გუშინ ზუგდიდში რამდენიმე საათის განმავლობაში “საქართველოს ბანკის” შენობაში მძევლები ჰყავდა აყვანილი, შესაძლოა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მისი მოთხოვნა 500 ათასი დოლარის მიღების შესახებ დაკმაყოფილდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები