“საქართველოს ბანკი”: გუშინდელ მოვლენებში ჩართული ყველა თანამშრომელი, მომხმარებელი და პოლიციელი ახლა უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა

,,საქართველოს ბანკი” გუშინ მომხდარ თავდასხმასმასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ყველა მომხმარებელი და თანამშრომელი ჯანმრთელადაა.

“გუშინდელ მოვლენებში ჩართული ყველა თანამშრომელი, მომხმარებელი და პოლიციელი ახლა უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა. აუცილებლად ვიპოვით გზას, რომ თითოეულის ცხოვრება მალე დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს. მადლობა გულშემატკივრობისთვის”, – ნათქვამია ბანკის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული პირი გუშინ შეიჭრა და მძევლები აიყვანა. მოგვიანებით, ხელყუმბარით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ბანკის შენობა რადენიმე მძევალთან ერთად დატოვა და პოლიციის მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. დანარჩენი მძევლები კი გათავისუფლდნენ.

ამ დროისთვის, ყველა მძევალი თავისუფალია და თავდამსხმელის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და მძევლად აყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები