საჯიჯაოს კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
ამ დროისათვის, საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 130 000 ლარამდეა, შპს ,,მშენებელი 2017“ ახორციელებს.
კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
სამუშაოზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.
კულტურის სახლის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, კულტურულ-გასართობი ღონისძიებები და შემოქმედებითი წრეების მუშაობა კეთილმოწყობილ გარემოში წარიმართება.
ხობის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხობის საკათალიკოსო სასახლეს, ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლს, ხობის კულტურის სახლს და ზემო ქვალონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას.