ავთანდილ გალდავა და კიდევ სამი მძევალი თავდამსხმელმა გამთენიისას გაათავისუფლა
კარგად ვარ, მძევლები კარგად არიან – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ავთანდილ გალდავამ გათავისუფლების შემდეგ ჟუნალისტებს განუცხადა.
დამატებით სხვა დეტალებზე მას მედიასთან, კომენტარი არ გაუკეთებია.
გალდავა ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის შენობიდან გამოსვლის შემდეგ კადრში კიდევ ორ მძევალთან ერთად ჩანდა. იგი დილამდე წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა. მესამე გათვისუფლებული კი მძღოლია, რომლის მანქანითაც თავდამსხმელი გაიქცა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბოცვაძის თქმით, ყველა მძევლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„არავის დაზიანება არ აქვს. ყველა მძევალთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“,- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები გუშინ დთის 14:24 წუთზე აიყვანა. შს სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.
22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.